მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მანდატების გაუქმების საკითხის გადადება რეალობას ვერ შეცვლის“ - უდუმაშვილი

ნაცმოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“  პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მანდატების გაუქმების გადადების საკითხი არსებულ პოლიტიკურ რეალობას ვერ შეცვლის. 

ოპოზიციონერი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მანდატებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებში ცვლილებას ვერ შეიტანს.

„აპირებენ, რომ კვლავ გადადონ მანდატების გაუქმების საკითხი, თუმცა ეს რეალობას არ შეცვლის. ჩვენ მიღებული გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი, მიუხედავად იმისა რამდენი დეპუტატი შეიტყუეს ან ვერ შეიტყუეს.

შესაბამისად, რაც მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას უკეთესი იქნება. თუ რეალურად „ქართული ოცნება“ არ არის მზად იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც ოპოზიციას გააჩნია, რამდენი ხანი გაიწელება ეს პროცესი, ამას მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და ჩვენს გეგმებში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მანდატებთან დაკავშირებით ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ამ ეტაპზე 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავს იკავებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან თავი შევიკავოთ“ - ირაკლი კობახიძე

✔️ „პარლამენტში იმ ძველი ტელეფონით მოვედი, რომელიც გამოცხადებული მქონდა“ - ალეკო ელისაშვილი