მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარლამენტში იმ ძველი ტელეფონით მოვედი, რომელიც გამოცხადებული მქონდა“ - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი პარლამენტში

„პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში იმ ტელეფონის ნომრით მოვიდა, რომელიც დეპუტატობის მანდატის მიღებამდე ჰქონდა გამოცხადებული.

ელისაშვილის თქმით, ასე აპირებს გაგრძელებას იმისთვის, რომ ხალხს ემსახუროს და არა „გაბღენძილმა“ იაროს.

„მე აქ მოვედი იმ ძველი ტელეფონით, რომელიც გამოცხადებული მქონდა და ასე ვაპირებ გაგრძელებას, რომ ხალხს მოვუსმინო, ხალხისთვის ვიმუშაო და არა იმისთვის, რომ აქ გაბღენძილმა ვიარო“, - განაცხადა „რუსთავი 2“ -ის ეთერში ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს საგაზაფხულო სესია იხსნება. ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით საკითხის კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილი.

აღნიშნულ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტში ახლადშესული პარტია „მოქალაქეების“ წევრებიც, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ იოსელიანი: მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, არ გაუუქმონ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატები

✔️ ალეკო ელისაშვილი: ვიმუშავებთ იმაზე, რომ მემორანდუმის დოკუმენტი ვაქციოთ კანონად