მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მძიმე დანაშაულები, არის ორჯერ თუ მეტჯერ შემცირებული“- გია ვოლსკი

ვიცე სპიკერი

„ყველანაირი სტატისტიკით მძიმე დანაშაულები არის ორჯერ, თუ მეტჯერ შემცირებული“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, დანაშაული არ უნდა ჩაიდინო თუნდაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი.

„ყველანაირი სტატისტიკით მძიმე დანაშაულები არის ორჯერ, თუ მეტჯერ შემცირებული. გაზრდილია დანაშაულების რაოდენობა, რომელსაც ყურადღება არ ექცევა, მათ შორის იყო ოჯახური ძალადობაც. კიბერდანაშაულზე ხომ არაფერს ვამბობ.

სამწუხაროა, მაგრამ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ახასიათებს ხანდახან ისეთი დანაშაულობები, როგორიც არის ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა.

საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს, ეს არ გამოდგება ამის ინდიკატორად. დანაშაული არ უნდა ჩაიდინო თუნდაც ასეთ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

იხილეთ აგრეთვე:

✅თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - უახლესი ამბები (Live)

✅ვაჟა სირაძე: „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია