მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული, ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია“- არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მედიატორის მხრიდან არ იყო განხილული რიგგარეშე არჩევნების საკითხი და ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია.

არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, „ქართული ოცნება“ გამოხატავს მზადყოფნას, რომ რეფორმები, რომლებიც ამ დოკუმენტში იყო მოცემული განახორციელოს პარლამენტში.

„პირველ რიგში მსურს, რომ მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს იმ ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც დავინახეთ კიდევ ერთხელ ამ დიალოგის ფარგლებში.

მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა, მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად, რაც სამწუხაროა და ამან ხელი შეუშალა შეთანხმებას, პოლიტიკური დიალოგის დასრულებას.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მმართველი ძალა, რომელიც ერთგულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ერთგულია ემსახუროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ დაეთანხმა მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ის ფუნდამენტური რეფორმები, რაც დღეს შემოთავაზებულ დოკუმენტში იყო მოცემული განვახორციელოთ რაციონალურად საქართველოს პარლამენტში ჩვენი პირადი პასუხისმგებლობით.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რაც მოხდა არის ის, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თემა დიალოგში, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მედიატორის მხრიდან არ იყო განხილული, ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია და ეს იყო ის ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც მათ დღეს ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას.

„ქართული ოცნება“, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ რეფორმები, რომლებიც ამ დოკუმენტში იყო მოცემული განახორციელოს პარლამენტში“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

შვედი დიპლომატის თქმით, მის მიერ შეთავაზებული პუნქტები მისაღები არცერთი პარტიისთვის არ იყო. დანიელსონმა ასევე აღნიშნა, რომ მისი წინადადება გასაჯაროვდება.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ხუთი საკითხიდან, სამზე შევთანხმდით“- ალეკო ელისაშვილი

✅„მელიასთვის გირაოს გადახდის შემთხვევაში, შევთავაზეთ 20 ივნისის საქმეზე ამნისტია“ - ირაკლი კობახიძე