მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მინდა მივმართო ქართველ ხალხს, სრულად ვიზიარებ თქვენს იმედგაცრუებას“ - კრისტიან დანიელსონი

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მედიაციის მეორე რაუნდის უშედეგოდ დასრულდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. 

„მინდა მივმართო ქართველ ხალხს, ვიცი თუ რამდენად ელოდებოდით იმას თუ რა მოხდებოდა და სრულად ვიზიარებ თქვენს იმედგაცრუებას. მაგრამ ასევე მე მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც ამ პროცესში დაფიქსირდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო წინადადებები შემოიტანეს, მედია კი პროცესს ძალიან მაღალ დონეზე აშუქებდა და ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულებს ხდიდა.

ბრიუსელში იმაში დარწმუნებული დავბრუნდები, რომ ის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს ამ ფურცლის გადაშლას და წინ, თავისი მომავლისკენ წასვლას შეძლებს. და რა თქმა უნდა, ევროკავშირი კვლავ მზად არის საქართველოს ამ გზაზე ყველა ნაბიჯში დაეხმაროს“, - განაცხადა დანიელსონმა.

იხილეთ აგრეთვე:

რა ეწერა დანიელსონის შეთავაზებაში? - სრული ტექსტი