მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოლაპარაკების მაგიდაზე, რეალურად, არაფერი იდო“ - ზურა ჯაფარიძე

გირჩი -მეტი თავისუფლების ლიდერი

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერშემდგარ მოლაპარაკებას აფასებს.

მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე წარმოდგენილი არ ყოფილა არც პროპორციული არჩევნების შემოთავაზება ბუნებრივი ბარიერით, არც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, არც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და მათ შორის, არც „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებასთან დაკავშირებული შეთავაზება.

„ოპოჟიჩიაშაც იშევე ეკიშრება პაშუხიშმგებლობა" ხალხისთვის.

ა) ისრების ნებისმიერი გადმოტანა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე,

ისევე, როგორც,

ბ) ნებისმიერი თუნდაც ირიბი მინიშნება თითქოს მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა გარდა ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა
არის მინიმუმ უსინდისობა.

სინამდვილეში რა არის არ დავწერ:

1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე

2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი

3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი. ჰაერი

4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი. ჰაერი

რეალურად არ იდო არაფერი.

მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ „არაფრის“ გაუარესებული ვერსია.

გაუარესება ხდებოდა ოცნების მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის).

ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ოცნების მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური.

ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმე საათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება.

არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს, არც აპირებდა.

ფეხზე ჰკიდია შარლ მიშელი ჩაერევა თუ მიშელ ობამა.

SVR რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ.

ესაა მოცემულობა.

პ.ს. არავინ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც, სრული სურათი რომ იყოს გასაგები,“ - წერს ზურა ჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔴 „არცერთ მხარეს არ ადარდებს რა მოხდება, ურჩევნიათ ასე იჯანჯღაროს ამ ქვეყანამ“ - ელისაშვილი

🔴 „მოლაპარაკების პროცესი არცერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს ოპოზიციის ხედვებთან“- ზურაბ ჯაფარიძე

🔴 „მეტ რყევებს ქვეყანა ვერ გაუძლებს, ჩვენ ამას შევაჩერებთ“ - მამუკა ხაზარაძე