მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვლენ ნიღბებით, გაზით, ხელკეტებით გთხოვთ, მხოლოდ ტაში დავუპირისპიროთ“ - მელიას მიმართვა

მელია ცენტრალურ ოფისში

„მოვლენ ნიღბებით, გაზით, ხელკეტებით გეხვეწებით, მხოლოდ ტაში დავუპირისპიროთ“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს. 

მელია ამბობს, რომ მას არა ხელისუფლება, არამედ „ქართული ოცნების“ რეჟიმი უპირისპირდება.

„ჩვენ გვიპირისპირდება რეჟიმი, არანაირი მთავრობა და ხელისუფლება. რეჟიმი, რომელიც დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე.

დღეს იქნება თუ ხვალ, ეს ადამიანები აქ მოვლენ. თავისუფლების მოყვარულ ხალხთან მონები მოვლენ. მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი მოვა ნიღბებით, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებითა და სხვადასხვა აღჭურვილობით. მე მინდა გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია და ასე მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფალი ქვეყნის თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხი და მეორე მხარეს დგას ივანიშვილ-ღარიბაშვილი. შენ მონავ მართლა, ღარიბაშვილო. სერგეი ლავროვის წარმომადგენელო.

ვიზეიმებთ გამარჯვებას უსამართლობის წინააღმდეგ, არა ძალადობას, როცა ასე მოვიქცევით ამას ექნება კიდევ ერთი დადებითი მხარე“, - აცხადებს ნიკა მელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 მელიას დაპატიმრების შემთხვევაში დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი საქართველოში - ექსპრეზიდენტის განცხადება

🔴 მამუკა მდინარაძე: მარტო საქართველოში აძლევენ თავს უფლებას ეგრედწოდებული პოლიტიკოსები, გმირობად გააფორმონ ის, რაც აშშ-ში იწოდება შიდა ტერორიზმად