მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მზად ვართ, გადავდოთ დაანონსებული აქცია“ - ხატია დეკანოიძე

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია 25 თებერვალს დაანონსებულ აქციას გადადებს.

„იცით, რომ 25 თებერვალს დაანონსებული გვქონდა ოკუპაციის 100 წლისთავის აქცია, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ და წამოასკუპა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პოლიტიკური პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი გადავარჩინოთ, მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის დიალოგი.

შეგახსენებთ, 15 თებერვალს ოპოზიციამ განაცხადა, რომ 25 თებერვალს, ისინი საპროტესტო მსვლელობას გამართავდნენ, ხოლო 31 მარტს მასშტაბური აქცია გაიმართებოდა.