მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიცია 25 თებერვალს მშვიდობიან აქციას გეგმავს

ევროპული საქართველოს ლიდერი

25 თებერვალს, თბილისსა და ბათუმში, ოპოზიცია მშვიდობიანი აქციას გეგმავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, საპროტესტო აქციები რეგიონებშიც ჩატარდება, ცენტრალური აქცია კი 31 მარტსაც არის დაგეგმილი.

„100 წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება და ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმი და მისი გარემოცვა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს, ყველა მათი მოქმედებით, მათ შორის მოპარული არჩევნებით, მათ შორის ჩვენი მტრის პოზიციების გაძლიერებით.

ამ დღეს შევიკრიბებით იმისთვის რომ საზოგადოებამ გამოხატოს ლეგიტიმური აღშფოთება და პროტესტი, რომ ჩვენ აღარ დავუშვებთ ამას ჩვენ ქვეყანაში, რის საფრთხესაც ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანას უქმნის“, - აღნიშნა ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „25 თებერვალს გაყალბებული არჩევნების პირველი საპროტესტო აქცია დაანონსდა“

👉 „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავგეგმოთ ფართომასშტაბიანი აქციები“