მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შემოვიდეს“ - იაგო ხვიჩია

გირჩის თავმჯდომარე

„გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთოს.

როგორც მან აღნიშნა, ამნისტიის კანონპროექტი კონსესუსის სახით უნდა იყოს მიღებული და მას მრავალპარტიული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

„ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია, თუ როგორ უყურებს კანონპროექტს და ასევე შემოდის თუ არა პარლამენტში, ეს იქნება მნიშვნელოვანი იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა. ამნისტიის კანონპროექტი მიღებული უნდა იყოს კონსესუსის სახით, მრავალპარტიული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

ვეცდები, ამის მიღწევას, მაგრამ არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია. მათი პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების სრულყოფილად რეალიზებისთვის.“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. სასამართლო პროცესი 16:00 საათზეა დანიშნული.

ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ პარტიაში კონსულტაციების გაიმართება, რის შემდეგადაც გადაწყდება შევლენ თუ არა პარტიის დეპუტატები პარლამენტში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მელიას გამოსვლის შემდეგ ბევრად უფრო შინაარსიანი შეიძლება გახდეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა“ - მეგრელიშვილი

„ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ჩვენს ქვეყანაზე კარგად არ აისახება“ - ლევან ხაბეიშვილი

რატი იონათამიშვილი: ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი იყო და მას პოლიტპატიმრად არ აღიქვამს