მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე თანახმაა“ - გიორგი ბოტკოველი

ნაციონალური მოძრაობის წევრი

„ის თანახმაა ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე, მაგრამ ეს არაა გირაო, ეს იქნება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის გამოსასყიდი. დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება და ნიკა მელია იქნება თავისუფალი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ნიკა მელიას საპატიმროში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ენმ-ის თავმჯდომარის პოზიცია უცვლელია.

„ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია. ის გაუგებარი მუხლები და მიდგომა, რომ მასთან ერთად ჯალათები გათავისუფლდნენ, არის ყოვლად მიუღებელი როგორც მელიასთვის, ისე „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ნიკა მელია საკუთარ მისიას ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავს“ - თამარ კორძაია

„ჯობია ციხეში იჯდეს, ვიდრე ამნისტიით გამოვიდეს“ - ანზორ მელია შვილზე

„თუ ამნისტია ნიკა მელიას უნდა შეეხოს, რომელსაც ყველაზე მძიმე მუხლი აქვს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“ - გომელაური