მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელიას გადასაწყვეტია დააჭერინებს თუ არა კანონს თავს“ - ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს წევრი

„ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ. თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის კანონს მოუწევს იმოქმედოს ისე, როგორც ეს არის გაწერილი. შესაბამისად, ნიკა მელიას გადასაწყვეტია დააჭერინებს კანონს თავს თუ არა“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქმეს პოლიტიკური მოტივი რომ ედოს საფუძვლად, ნიკა მელიას აქამდე დააკავებდნენ.

„დღეს ნიკა მელიას არ იჭერს რომელიმე აღმასრულებელი ხელისუფალი. მის მიმართ განაჩენს გამოიტანენ მისი არჩევანის მიხედვით. რაიმე პოლიტიკური მოტივი რომ იდოს საქმეში, მას აქამდე დაიჭერდნენ. კანონი თავისას ითხოვს და იქნება იმაზე მსჯელობა, მოუხსნიან მას იმუნიტეტს და რა სანქციებს დააკისრებს მას პროკურატურა“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკე მელიას გირაოს სახით 70 000 ლარის გადახდის ვალდებულება აკისრია.

ნიკა მელიას განცხადებით, იგი გირაოს გადახდას არ აპირებს და პოლიტიკური დევნის არ ეშინია.

გამოძიება ნიკა მელიას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ნიკა მელია გირაოს თანხას არ იხდის - ის პროკურატურაშია დაბარებული

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელია მიდის ვაბანკზე, ხტება ორმოში, რომ მერე სხვას დააბრალოს თავისი ორმოში ჩახტომა

ნიკა მელია: ერთი თმის ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდან