მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიცია მსვლელობას მართავს

მელიას მხარდასაჭერი მსვლელობა

საავტომობილო მსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დასრულდება.

რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ როგორ ნიკა მელიას მხარდამჭერები, ისე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სოლიდარობის აქცია ამ ფორმით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ოპოზიციამ ტაქტიკა შეცვალა. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები განმარტავენ, ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს საბაბი მოლაპარაკებების ჩასაშლელად.

„იმისათვის, რომ პროცესი გადავიდეს მოლაპარაკების ფორმატში, აუცილებელია პოლიტიკურმა პატიმრებმა - ნიკა მელიამ და გიორგი რურუამ დატოვონ საპყრობილე“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

„ეს არის სოლიდარობის აქცია და ერთგვარი მესიჯიც ხელისუფლებისთვის, რომ თუ არ გაითვალისწინებენ საზოგადოების მოთხოვნას, პროტესტი გახდება უფრო მწვავე“, - აღნიშნა მოძრაობა "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, ვანო მაღალაშვილმა.

მსვლელობა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა ერთი კვირის წინაც მოაწყვეს.

აგრეთვე იხილეთ:

◼️„პროკურატურა იმით არის დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ ნიკა მელიას გასათავისუფლებლად“ - ირაკლი ზარქუა