მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოხანაშვილი: როცა ქვეყანა ჩართული იყო ომში, სააკაშვილი და კეზერაშვილი უმძიმეს დანაშაულებს ჩადიოდნენ

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი „სატელიტი პარტიების“ საერთაშორისო დონეზე გასამართლებამ უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო.

„ამ კლასტერს არ უკვირს ხოლმე, როდესაც მათ სრულიად სამართლიანად მოიხსენიებენ კრიმინალურ ოპოზიციად, არ უკვირთ იმიტომ, რომ მათ აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, როგორც კრიმინალურ გაერთიანებას, ასევე მათ წარმომადგენლებს, რაზეც არსებობს ფაქტები.

ეს ჩვენი შეფასება არ არის. ეს არის ფაქტების კონსტანტაცია. ფაქტია ის, რომ ამ კრიმინალურმა ოპოზიციამ წაართვა თავის დროზე „რუსთავი-2“ თავის კანონიერ მესაკუთრეს და ეს დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით, გირგვლიანის საქმეზე გაასამართლა სრულიად ხელისუფლება და დამნაშავედ ცნო „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში, ასევე, ციხის ბუნტის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მაშინდელი ხელისუფლება, ვინმე ჭაკუას ექსტრადირება, სადაც გერმანიის სასამართლომ მიიღო მტკიცებულებად, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა მის მიმართ არ განხორციელებულა და პირიქით მიიღო მტკიცებულებები, რომ მას შესაძლოა აქვს დანაშაული ჩადენილი და ამის ნათელი დადასტურებაა კიდევ შემდგომი გამოვლინება, სადაც ისრაელის პროკურატურამ, კეზერაშვილთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში, იქნებიან ეს ახლო ნათესავები თუ ბიზნეს პარტნიორები, დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს დავა. საქმე ეხება უმძიმეს ბრალდებას, საუბარია დაახლოებით 11 მილიონ დოლარზე, როდესაც საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, როცა ქვეყანა ჩართული იყო ომში, ამ დროს სააკაშვილი, ვინმე კეზერაშვილი და მათთან დაკავშირებული დაჯგუფება, ეს კლასტერი, შესაძლოა ჩადიოდნენ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების საქართველოდან გატანა, მიმალვა და შემდგომ მოპარვა. ამას ედავებიან ამ ხალხს, ამ კრიმინალურ ოპოზიციას. არა მხოლოდ სტრასბურგის სასამრთლოში, არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოში, რამედ, ახლა უკვე ისრაელის სასამართლოში და პროკურატურაში. ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ პროცესს, ჩვენ არ გვიკვირს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უკვირს მათი მხილება ასეთ ქმედებებში, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს და ქართულ მართლმსაჯულებას ეს არაერთხელ აქვს დადასტურებული“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.