მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„25 თებერვალს გაყალბებული არჩევნების პირველი საპროტესტო აქცია დაანონსდა“ - ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის შეხვედრაზე განხილული საკითხების თაობაზე

გირჩი -მეტი თავისუფლების ლიდერი

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე განიხილებოდა ორი საკითხი.

მისი თქმით, პირველი საკითხი შეეხებოდა არჩევნების პროტესტს, კერძოდ, ოპოზიციამ 25 თებერვალს ქუჩაში პირველი საპროტესტო გამოსვლა დაგეგმა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ჯაფარიძის თქმით, საუბარი იყო ნიკა მელიას საქმეზე.

„ნიკა მელია დანებებას არ აპირებს, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გაბედავს მის დაპატიმრებას.“ - აცხადებს ჯაფარიძე.

მისი თქმით, შეხვედრაზე ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში ოპოზიციის შესაძლო სამოქმედო გეგმა არ განხილულა.

„ასე კონკრეტული გეგმა არ ყოფილა. ვერსიები გაჟღერდა, თუმცა საჯაროდ ვერ განვაცხადებ.“ - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ შეხვდა იგი დანარჩენ „გირჩელებს“, ჯაფარიძე შემდეგი სიტყვებით პასუხობს:

„მივესალმეთ ჩვეულებრივად ერთმანეთს, ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული კომუნიკაცია.“

ინფორმაციისთვის, დღეს ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომლიდანაც „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ლიდერები დროზე ადრე, შეხვედრის დასრულებამდე წამოვიდნენ.

პარტიის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის შეინიშნებოდა აზრთა სხვადასხვაობა.

აგრეთვე იხილეთ:

დღეს ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება.

„ოპოზიცია თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს“ - იაგო ხვიჩია