მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიცია რჩება მარტო, შეიძლება გაკოტრდეს პოლიტიკურად“ - ვახტანგ ძაბირაძე

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმადაც, უმრავლესობა ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს საჯაროდ ხელს აწერს.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, ძალიან კარგია თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა ის მოთხოვნები თუ თხოვნები, რასაც ევროკავშირი აღიარებს.

„მე დიდი ხანია ვამბობდი ამას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი უნდა მოაწეროს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია რჩება მარტო. თუ ამ შემთხვევაში მათ ისიც ვერ შეძლეს, რომ საკმაოდ მასშტაბური აქციის ორგანიზება გააკეთონ 15 მაისისთვის, გამოვა რომ ოპოზიცია სრულად გაკოტრდება პოლიტიკურად.

ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა ის მოთხოვნები თუ თხოვნები, რასაც აღიარებს ევროკავშირი, ანუ გაათავისუფლებენ პატიმრებს და ალბათ ნიკა მელიას.

დანარჩენი პუნქტები ეხება მართლმსაჯულებას, არის საარჩევნო რეფორმა და ასე შემდეგ. ამაზე თანხმობა ისედაც იყო. ეს იქნება ის, რომ „ქართული ოცნება“ ისევ და ისევ პოლიტიკურად გამოვა მოგებული.

შეწყდება ლაპარაკი ყოველგვარ სანქციებზე და დავუბრუნდებით იმ პერიოდს, უფრო რთულად რაც იყო მელიას დაპატიმრებამდე, ანუ ისევ და ისევ დასავლეთის მხრიდან იქნება ზეწოლა ოპოზიციაზე, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება და შევიდნენ პარლამენტში.

ოპოზიცია ძალიან ღრმად შევიდა ამ პრობლემაში, იმავე ნაბიჯის გადადგმას ამჯერად მოერიდება და იმედი ექნება, რომ იქნებ 15 მაისს შეძლოს გრანდიოზული აქციის ორგანიზება.

თუ ამას ვერ მოახერხებს, მაშინ იძულებული გახდება ან შევიდეს პარლამენტში ან უბრალოდ უაზრობაა ქუჩაში დარჩენა“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

ინფორმაციისთვის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს.

იხილეთ აგრეთვე:

✅ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს.

✅ლაი-ლაია და მეტი არაფერი“ - გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე