მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს, მზად ვართ ოპოზიციის მოთხოვნები განვიხილოთ“ - თალაკვაძე

ქართული ოცნების წევრი

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპის ასამოქმედებლად მზად არის.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ 40%-ს ვერ მიიღებს, ამ შემთხვევაში დაიწყება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნების განხილვა.

„ჩვენ მზად ვართ, რომ 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოვიყენოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს, ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ამავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს

„ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სახელმწიფოს სჭირდება, პარტნიორებს უწევთ, რომ ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ“ - გურამ მაჭარაშვილი

„მთავარია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები „ქართული ოცნების“ მიმართ მეტად მომთხოვნები გახდნენ“ - ზურაბ ჯაფარიძე