მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა შეზღუდვების დაწესებაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო ორგანო

პარლამენტმა "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. ამის უფლებამოსილება კი, მთავრობას ენიჭება.

კანონპროექტს მხარი პარლამენტის 83-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 3 პარლამენტარი აღმოჩნდა.

ცვლილების თანახმად, საკარანტინო ღონისძიება განისაზღვრება ახლებურად. პროექტი ისეთი ღონისძიებების შეზღუდვასაც ითვალისწინებს, როგორიცაა გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვას.

პროექტი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა. მან კანონპროექტის არსიც განმარტა.