მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტს ოპოზიციის ნაწილი შეუერთდა

პარლამენტის სასესიო დარბაზი

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ოპოზიციის ნაწილი შეუერთდა.  

ესენი არიან გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და ავთანდილ ენუქიძე. ოთხივე მათგანი „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის წევრები არიან.

მიქაძემ, ინჯიამ და ზილფიმიანმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრი ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე ჩაანაცვლეს, რომლებმაც სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარი განაცხადეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📍პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

📍პარლამენტმა გიორგი გახარიას ადგილმონაცვლის, ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილება ცნო