მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

პარლამენტის დეპუტატები ოპოზიციიდან

პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის სამი წევრის ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძისა და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ისინი უკვე რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომას ესწრებიან. 

დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს მანდატები პარტიის სხვა წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ბოიკოტის შედეგად, ადგილმონაცვლეობის პრინციპით, მიიღეს.

მათ მანდატების გაუქმების თაობაზე ცესკოსთვის არ მიუმართავთ.

პარტიიდან პარლამენტში მოხვდა კიდევ ერთი დეპუტატი, ავთანდილ ენუქიძე, რომელსაც მანდატზე უარი არ განუცხადებია.

👉 ინფორმაციისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა 4 იანვარს უყარეს, რის შედეგადაც მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სამი დეპუტატის შესვლა, პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს“ - ირმა ინაშვილი

👉 „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები ოპოზიციის დაშინებაა“ - ნათელაშვილი

👉 „პატრიოტთა ალიანსი“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს