მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეუწყვეტს თუ არა „ქართული ოცნება“ 51 დეპუტატს უფლებამოსილებას? - საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე - Pia.ge

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს, შეეწყვიტათ თუ არა 2 თებერვალს პარლამენტში ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილება. 

სხდომის შემდეგ გადაწყვეტილებაზე, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. მისი თქმით გადაწყვეტილებას მოსახლეობა ხვალ პარლამენტის სხდომაზე გაიგებს.

„სამწუხაროდ, დღეს მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიღებული პროექტის შესახებ გითხრათ, ეს ხვალ უმრავლესობის გადაწყვეტილებაში აისახება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, ხვალ სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ.

პოლიტსაბჭოს მთავარი განსახილველი საკითხი იყო ჩვენი ოპონენტებიც, საპარლამენტო ოპოზიციის იმ წარმომადგენელთა მანდატების შეწყვეტაზე მხარდაჭერა თუ პირიქით, რომლებმაც ამ საკითხზე განცხადებები შემოიტანეს.

ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით რაღაც პოზიციაზე, რაც ხვალ უნდა წარვუდგინოთ უმრავლესობას, ე.ი. პოლიტსაბჭოს უმრავლესობას გარკვეული აზრი გააჩნია, ეს ასევე უნდა აისახოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ასევე უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. ხვალ, სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.

შეიძლება ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს არ მოეწონოს ის გადაწყვეტილება თუ იგივე დარჩა, რაც იქნება გამოტანილი საბოლოო ჯამში, მაგრამ მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმის საპირისპიროდ, რასაც ვხედავდით ტელეეთერებში, რომ ისინი ძალიან გაგულისებული საუბრობდნენ, რომ აუცილებლად უნდა შევწყვიტოთ მათი უფლებამოსილება, ამის საპირისპირო მოქმედებებს ვხედავდით კულუარებში. გამოჩნდა, რომ ნერვიულობა იყო და არის ძალიან დიდი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, ხვალ, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„გირჩი“: „ქართული ოცნება“ კოლეგებს უფლებამოსილებას თუ შეუწყვეტს, ჩვენც მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებას დავწერთ

✔️ჯაფარიძე „გირჩის“ განცხადებაზე: რა დროს ჩემი თავისუფლებაა, „ქართული პარლამენტარიზმია“ გადასარჩენი

✔️„ვერ ვხვდები, რას ლამობს, „გირჩი“ როდესაც ამ ინიციატივას აჟღერებს“ - ბოკუჩავა