მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პასუხისმგებლობა ბოკერიასაც უნდა აეღო“ - ხუხაშვილი „ევროპული საქართველოდან“ ლიდერების წასვლაზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი PIA.GE-სთან დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ნორმალური, ცივილიზებული პრაქტიკაა. 

ხუხაშვილის თქმით, პარტიის ამბიცია და მოლოდინი ბევრად ნაკლებია, მათ რეალურ ელექტორალურ შესაძლებლობებზე.

„ამ პარტიაზე ჰქონდათ დიდი ამბიციები, დიდი მოლოდინები. ეს მოლოდინები არ გამართლდა და ეს არის ცივილიზებული ფორმა, როდესაც პარტიის ლიდერები იღებენ პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა ვერ სრულდება და ისინი მიდიან დაკავებული თანამდებობიდან.

ეს არის ნორმალური, ცივილიზებული პრაქტიკა. ბოკერიას ადგილზე, პრინციპში, მასაც უნდა აეღო შესაბამისი პასუხისმგებლობა. მან ეს არ გააკეთა. მათი გადასაწყვეტია, მათი გემოვნების საკითხია. ფაქტია, რომ ამ პარტიის ამბიცია და მოლოდინი ბევრად ნაკლებია, მათ რეალურ ელექტორალურ შესაძლებლობებზე“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. დღესვე გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც ახალ ხელმძღვანელობას აირჩევენ.

პარტიაში რჩება გიგა ბოკერია. დავით ბაქრაძე „ევროპულ საქართველოში“ პარტიულ თანამდებობაზე გიგა ბოკერიას დარჩენას არ ეთანხმება.

ამავე თემაზე 👇

👉 დღეს პარტია „ევროპული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება

👉 „ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა“ - უგულავა ბოკერიაზე

👉 „განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო პარტიაში მისი დარჩენა“ - დავით ბაქრაძე