მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები ოპოზიციის დაშინებაა“ - ნათელაშვილი

ნათელაშვილი შალვა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ გატარებული ღონისძიებები ტერორია. 

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ პარტიის წევრების საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მოცემულ სიტუაციას ვერანაირად ვერ შეცვლის.

„ეს არის ტერორი და ერთპარტიული არალეგიტიმური ტირანიის კიდევ ერთი დადასტურება. ამით გვითხრეს, არ შემოდიხართ პარლამენტში? ახლა დაგსჯით და მოღალატე, თქვენსავე სიაში ჩასმულ ბიზნესმენებს შემოვუშვებთ პარლამენტშიო. ხოლო, ეს ბიზნესმენები ვინ არიან, ქვეყნიერებამ იცის. ესენი არ არიან პოლიტიკური ფიგურები და ეს ვერ შეძლებს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას“, - აცხადებს ნათელაშვილი.

ინფორმაციისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

4 დეკემბერს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის, ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძესთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ მამუკა მდინარაძე: პატრიოტთა ალიანსის სია არ იყო ჩახსნილი და ამავდროულად სიის მომდევნო წევრები აცხადებდნენ მზადყოფნას, შემოსულიყვნენ პარლამენტში

✔️ პოლიტიკა და ეკონომიკა, როგორი იქნება საქართველოსთვის 2021 წელი? - რამაზ საყვარელიძის შეფასება