მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფულის გარდა არაფერი ადარდებს, მისი პირით მიშა გველაპარაკება - ლევან ნიკოლეიშვილი შალვა ნათელაშვილზე

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ნათელაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა „დაჩმორებას“ ნიშნავს, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა.

„ძალიან კარგად ვიცით, რომ შალიკო პირდაპირ მიშას სპიკერია და მის მოსაზრებებს ახმოვანებს სწორედ მაშინ, როდესაც თავად ამის თქმა არ სურს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ელჩი გალანძღა, ამჯერად ევროკავშირის ჯერი დადგა. ჰოდა რომ იცოდეთ, შალიკოს ფულის გარდა არაფერი ადარდებს, მისი პირით მიშა გველაპარაკება!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.

4 მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.