მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პომპეო: საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივესალმებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

„საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივესალმებით“, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და ოფიციალური პირების დაპირებებს საერთაშორისო დონეზე რეკომენდებული საარჩევნო რეფორმის მიღებით და აღსრულებით. წარმატებები მათ“, - აცხადებს პომპეო.

ცნობისთვის, 29 ივნისს 117 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება. ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა. თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.