მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, თუ ოპოზიცია არ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში და 1%-იანი გადახრა მაინც არ დადგინდება“ - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

„არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ერთადერთი პირობის გარდა თუ ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში და 1%-იან გადახრას იპოვიან ოცნების სასარგებლოდ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.  

მისი თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე რიგგარეშე არჩევნების საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

„არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი საკითხების, რაც ისედაც იდო მაგიდაზე, უბრალოდ, დაემატა რამდენიმე საკითხი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მყარი პოზიცია ყველა საკითხზე. გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, რომ თითქოს, იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი. პირიქით, ამ საკითხზე საუბარი არ არის“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას“ - შარლ მიშელი

„არავითარი პლებისციტი, შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ“ - ინაშვილი

„შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს“ - დავით ბაქრაძე