მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, მას უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს“ - მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე - Pia.ge

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდება, რადგან მას საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს.

ღარიბაშვილის თქმით, საკითხი გადაწყვეტილია და მას გუნდის სრული შემადგენლობით მხარდაჭერა აქვს.

„მხარდაჭერა პრაქტიკულად გარანტირებულია საქართველოს პარლამენტში. იმიტომ რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი, ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ ეს გადაწყვეტილება გავაცანით უმრავლესობას.

შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებითა და დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობის კანდიდატად ექნება და პრემიერი გახდება.

აქ კითხვის ნიშნები არ არის. ეს არის უკვე გადაწყვეტილი, იმიტომ რომ მას უმრავლესობის სხდომაზე ჩვენმა კოლეგებმა დაუფიქსირეს სრული შემადგენლობით მხარდაჭერა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ამასთან, მისივე თქმით, სპეკულაცია ბიძინა ივანიშვილზე საუბარი, რომელიც პოლიტიკიდან სრულად არის დისტანცირებული.

„სპეკულაციაა იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკისგან არამხოლოდ ჩვენი პარტიისგან და ჩვენგან, არამედ ზოგადადაც ბიძინა ივანიშვილი დისტანცირებულია პოლიტიკიდან. იცით ეს თქვენ, ჩვენმა ოპონენტებმაც და ბოლო დროინდელი მათი ისტერიის ფონზე, ხშირად ისმის მისი სახელი.

ვერანაირი სპეკულაცია ვერ გადაწონის სიმართლეს, გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, - აცხადებს მდინარაძე.

ინფორმაციისთვის, დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

✔️ „უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“ - ირაკლი ღარიბაშვილი