მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას ინფიცირების ზრდა მოჰყვებოდა

პრემიერი ბრიფინგზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რაც ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში ხდება, მობილობის ზრდას უკავშირდება.

გახარია ამბობს, რომ ინფიცირების ზრდის მატება მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ გვაქვს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს იყო მოსალოდნელი. ყოველთვის ჩვენს მოქალაქეებთან ვიყავით აბსოლუტურად ღია და გულწრფელი, ყოველთვის ვამბობდით შეზღუდვების მოხსნას მოჰყვებოდა ინფიცირების ზრდა.

რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით“, - აღნიშნა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ამ დრომდე რჩება მწვანე ზონად.

„თანმიმდევრულად განვაცხადეთ, რომ ვირუსთან ბრძოლა შედგება რამდენიმე ეტაპისგან. პირველი ჩვენი ამოცანა იყო ვირუსის შეკავება, რაც გულისხმობდა ვირუსის დროში სწრაფად გავრცელების მაქსიმალურად შეკავებას, მაშინ არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ვირუსის შესახებ ცოდნა იყო მინიმალური.

რესურსები იყო მინიმალური და ჩვენ გვჭირდებოდა დროის მოგება. მოგეხსენებათ, საქართველო მწავე ზონად რჩება დღეს, თუმცა, მეორე ეტაპი იყო ადაპტაცია და ჩვენ სწორედ ამ ადაპტაციისთვის გვჭირდებოდა დროს, დღეს კი ვართ ადაპტაციის და მართვის ეტაპზე.

რას გულისხმობს მკაცრი შეზღუდვები, პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენი მიზანი იყო ვირუსის გავრცელების შეფერხება დროში, მივიღეთ გადაწყვეტილება და ქვეყანაში იყო საგანგებო მდგომარეობა, მკვეთრად დავაგდეთ მობილობა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა მოგვეგო დრო.

ამ დროის განმავლობაში პირველი ამოცანა იყო ჯანდაცვის სისტემის მომზადება, ტესტირების სისტემის მომზადება, პერსონალის გადამზადება და კიდევ ბევრი სხვა მიზანი, რომელიც განვახორციელეთ“, - დასძინა გიორგი გახარიამ.