მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერობის ახალ კანდიდატზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ხვალ იმსჯელებს

ქართული ოცნების ოფისი

პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატზე მსჯელობისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ხვალ გაიმართება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ახალი მთავრობის დაკომპლექტება კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება.

„ხვალ შეიკრიბება პოლიტსაბჭო და პრემიერის ახალ კანდიდატურაზე იმსჯელებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, გუნდის წევრებისა და გიორგი გახარიას პოზიცია ერთმანეთს არ დაემთხვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

ახალი პრემიერის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უნდა წარადგინოს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

პრემიერი გადადგა - როდის და როგორ უნდა დამტკიცდეს ახალი მთავრობა

„როცა პრემიერ მინისტრი გადადგება, რიგგარეშე არჩევნები ისედაც გარდაუვალია“ - გიგი უგულავა

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა