მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როცა პრემიერ მინისტრი გადადგება, რიგგარეშე არჩევნები ისედაც გარდაუვალია“ - გიგი უგულავა

ევროპული საქართველოს ლიდერი

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომამ გარდაუვალი გახადა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.

„დღეს ჩვენი ამოცანა არის გაჩენილი მოლაპარაკების სივრცის შენარჩუნება და გაფართოება.“ - აცხადებს უგულავა.

იგი აღნიშნავს, რომ პროტესტი გაგრძელდება და ქართველი ერი თავის თავში იპოვის ძალას.

„ხელისუფლება კოლაფსშია, როცა პრემიერ მინისტრი გადადგება, რიგგარეშე არჩევნები ისედაც გარდაუვალია.“ - აცხადებს უგულავა.

მისი თქმით, გადადება არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური ტერმინია.

„გადადება იურიდიული ტერმინი არ არის, გადადება პოლიტიკური ტერმინია.

მელიას დაკავება იმიტომ გადაიდო, რომ აღსრულებას შანსი არ ჰქონდა, გამოიწვევდა პოლიტიკურ და სხვა ტიპის კოლაფსს ქვეყანაში.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ აქამდე მიიყვანა ეს ყველაფერი.“ - აცხადებს გიგი უგულავა.

მისი განცხადებით, მოლაპარაკებები სპეც-დანიშნულების რაზმის საშუალებით არ წარმოებს, პოლიტიკური კრიზისი გვარდება პოლიტიკურად.

ინფორმაციისთვის, დღეს, 17 თებერვალს, გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

აგრეთვე იხილეთ:

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა

„დღეს, ამ გადაწყვეტილებით იწყება დიდი ეროვნული მოძრაობა“ - გიორგი ჩალაძე პრემიერის გადადგომაზე