მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა, ქვეყნის დემოკრატიული პროგრესი უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული დეტალები

 გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გახსნილიყო იყო შეგნებული აქტი, რომლითაც ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობის იდეა და განათლება

„იმედი მქონდა, რომ დღეს ეს დარბაზი იქნებოდა მთლიანი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას იმედი ჰქონდა, ამ დღეს პარლამენტში ოპოზიციასაც იხილავდა, რაც მისივე თქმით, იმის დასტური იქნებოდა, რომ შესაძლებელი გახდებოდა საერთო ინტერესების გამონახვა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

„მართალი გითხრათ, დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს, 9 აპრილს შევძლებდით კიდევ ერთი აგურის დადებას ჩვენი მომავლისთვის. შევძლებდით საერთო ინტერესების დანახვას და ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორეხარისხოვანის გამიჯვნას, პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არაღრევას და იმის დანახვას, სად და რაზე გადის ჩვენი ჭეშმარიტი ეეროვნული და ევროპული გზა! იმედი მქონდა რომ დღეს ეს დარბაზი იქნებოდა მთლიანი“,- განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა და ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობის მიღწევა და დემოკრატიის განვითარება.

„თუ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაა, და ეს ასეა, ჩვენ არ უნდა გაგვუშვათ ხელიდან უდიდესი შანსი, რომელიც მოგვეცა.

ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა, და ვფიქრობ საკმარისად ვერ გავიაზრეთ და ვერც დავაფასებთ. არა მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური, არამედ პოლიტიკური და მორალური, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის“,- განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებიც ახსენა და განაცხადა, რომ მედიაციის უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

„ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, არცერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და, ვიტყოდი, ვაჟკაცობა.

ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“. და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება.

ოპოზიციას კი - იმისათვის, რომ განთავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით. პარლამენტში, სადაც იხსნება ოპოზიციური საქმიანობის არნახული შესაძლებლობები მათთვის, ვისაც რეალური პოლიტიკური მოღვაწეობა სურს.

ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან - იმით იმხნევებს თავს, რომ არ „დათმო“ პრინციპები... თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს: ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება, და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აგრეთვე იხილეთ:

📌„სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“ - პრეზიდენტი