მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“ - პრეზიდენტი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, 2020

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია საქართველოს ელჩი კიევში დაბრუნდეს. 

„მჯერა, რომ დავფიქრდებით და მივხდებით: ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დევს, არავის მარცხი არავის გამარჯვება არ იქნება, ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა - შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის.

არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა.

მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლის დასასრულს.

ინფორმაციისათვის, მარტის ბოლოს რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ყველაფერი გაამართლა წვრთნების სახელით. ამავდროულად, რუსეთმა უარყო, რომ მათი სამხედრო მოძრაობები საფრთხეს უქმნის უკრაინას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ესკალაცია უკრაინისთვის შესაძლოა, „დასასრულის დასაწყისი“ იყოს“ - დიმიტრი კოზაკი

„ჩვენი სამართლებრივი ისტორიიდან მონობის და გაუცხოების 70 წელი ამოიშალა“ - სალომე ზურაბიშვილი

აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა