მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი ნიცაში მომხდარ ტერაქტზე: ვგმობ სიძულვილზე დაფუძნებულ თავდასხმას

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის პირად გვერდზე საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა.

„ვგმობ ამ სიძულვილზე დაფუძნებულ თავდასხმას. ვლოცულობ დაშავებულთათვის და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ინფორმაციისთვის, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული პირი ნოტრ-დამის ეკლესიაში მყოფ პირებს თავს დაესხა. მან სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.