მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რიყეზე, 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება

შეკრება

რიყეზე, 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიები შეკრებას გამართავენ. ამის შესახებ „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, ეს იქნება ერთგვარი მომზადება 15 მაისის აქციისთვის, რომ მოსახლეობას ოპოზიციის გეგმების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.

„დღევანდელი შეკრება იყო უფრო 19 აპრილისთვის, 19 აპრილს, 15:00 საათზე დავგეგმეთ რიყეზე შეკრება, ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მან ასევე ევროპელი მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტზეც ისაუბრა.

„იმ დოკუმენტში არ არის ის ორი მთავარი პუნქტი, რისთვისაც ოპოზიციამ ეს ყველაფერი გააკეთა. მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს ბოლო დოკუმენტია და ამის იქით საუბარი არ იქნება. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა, რადგან დემოკრატიის გზაზე ასე სიარული არ შეიძლება. პოლიტპატიმრებზე საუბარი თუ არ არის და ვადამდელ არჩევნებზე, აბა ის რა დოკუმენტია?

რაც შეეხება 40%-იან დათქმას, 40%-ს კი არა 80%-ს მიიღებს იმ საარჩევნო სისტემით თუ რეფორმა არ მოხდა სისტემის,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ჩვენგან მიტაცებული მილიარდები იქნება გაყინული“ - შალვა ნათელაშვილი

✔️„თუ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს, მზად ვართ ოპოზიციის მოთხოვნები განვიხილოთ“ - თალაკვაძე