მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: ივანიშვილს შანსი აქვს ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს, რევანშს არ ვაპირებ

სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება

„ბიძინა ივანიშვილს ჩემსავით შანსი აქვს, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ქვეყანას ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს და რევანშის უფლება არ აქვს.

ექს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ივანიშვილის მიმართ არანაირი სიმპათია არ აქვს და ქვეყნის მტრად მიაჩნია.

„ივანიშვილს მინდა ვუთხრა. დღეს აქვს შანსი ჩემსავით მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება. კანონის უზენაესობის ფარგლებში არავინ აპირებს, მასზე პირადად, არანაირ ქმედებების განხორციელებას. ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეც იქნება.

ჩვენ არ გვაქვს უფლება და საშუალება, რომ მუდმივად ერთი და იგივე წრეზე ვიაროთ. ის ყოფდა საქართველოს ბოლო რამდენიმე წელიწადი, ჩვენ საქართველო უნდა გავაერთიანოთ. რევანშის უფლება არ გვაქვს. არანაირი სიმპათია არ მაქვს მის მიმართ. მიმაჩნია, რომ არის მტერი “, - აღნიშნა Tv პირველის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლება. სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა მთავარია გარდამავალი პერიოდის გავლა მოხდეს.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ „ეროვნული ხსნის კომიტეტს“ შექმნის.