მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით პროგრესია“ - ელისაშვილი თალაკვაძესთან შეხვედრაზე

პარტია

პარტია მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქართული ოცნება“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზად არის, თუმცა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის.

როგორც ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ასევე რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებითაც ცვლილებები არ არის.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე მსჯელობა ოთხივე პუნქტს შეეხო.

„ოთხივე პუნქტზე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ. ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების თემა. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით.

რა თქმა უნდა, ასევე, ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. ძალიან მძიმედ არის ეს საქმე. დღეს აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ალეკო ელისაშვილი თანაგუნდელთან ლევან იოსელიანთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ალეკო ელისაშვილი: თალაკვაძესთან და მდინარაძესთან 4 მოთხოვნაზე ვისაუბრებთ