მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი: თალაკვაძესთან და მდინარაძესთან 4 მოთხოვნაზე ვისაუბრებთ

პარტია მოქალაქის ლიდერი

საქართველოს პარლამენტში ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს ხვდებიან. შეხვედრაზე შესვლამდე ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„გუშინ მქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან. დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე. თქვენ იცით, გუშინ ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვედროდით "ქართულ ოცნებას", შესაბამისად, მათაც დაადასტურეს მზაობა, საღამოს არჩილ თალაკვაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ დღეს 11:00 საათისთვის, მე და ლევან იოსელიანი მოვსულიყავით - მოვედით.“

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის თქმით ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან 4 მოთხოვნაზე ისაუბრებენ.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შევხვდებით. გვექნება საუბარი, 4 მოთხოვნაზე, რაც მოლაპარაკების ოთხი რაუნდის განმავლობაში იყო, რამდენად აქვს "ქართულ ოცნებას" სერიოზული მზაობა. ეს გვაინტერესებს. ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება.

ჩემი აზრით დღეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა. ჯერ უნდა ვიცოდეთ, მზაობა არის თუ არა. ამასთან, რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაზუსტებას ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ფორმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები და ამის გარკვევას ვაპირებთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

❗ალეკო ელისაშვილი: ოპოზიცია სასაცილოდ გამოიყურება

❗„მზად ვართ შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ - „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს