მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება“ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში, ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

„30 წლის განმავლობაში აშშ მხარს უჭერდა საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის მისაბაძია.

გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავიანთი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება. საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად“, - წერს ტვიტერის პირად გვერდზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ინფორმაციისთვის, 6 იანვარს აშშ-ში კონგრესმენების მიერ საარჩევნო ხმების დათვლასა და გადამოწმებას ტრამპის მომხრეების პროტესტი მოჰყვა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს.კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ბაიდენმა არჩევნები მოიგო და შედეგების შეცვლა წარუმატებელი იქნება“ - კინზინგერი

✔️ ესპანეთის პრემიერი: აშშ-ის დემოკრატიის ძალას ვენდობი