მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამართლებრივი ქმედება თუ პოლიტიკური ახირება? - ბარამიძის განმარტება ნიკა მელიას საქმის მიმართ პროკურატურის ქმედებებზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ პროკურატურას ვითარების განმუხტვა სურს, უნდა გააუქმონ როგორც დამძიმებული გირაო, ასევე, მოხსნან საკითხი ნიკა მელიას თავისუფლების აღკვეთის თაობაზე.

„თუ მათ უნდათ ვითარების განმუხტვა, უნდა გააკეთონ ის, რომ გაუქმებულია დამძიმებული გირაო და თუ თვითონაც ამბობენ, რომ არ ესაჭიროებათ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკა მელია საპყრობილეში, მოხსნან ეს საკითხიც და დამთავრდება ამით ყველაფერი. გირაო აქვს გადახდილი ნიკა მელიას,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

პროკურატურის ქმედება, ბარამიძის აზრით, არა სამართლებრივ ქმედებას, არამედ პოლიტიკურ ახირებას ჰგავს.

„თუ ეს არ არის პოლიტიკური ახირება, გათვლილი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე, რომ აჩვენონ, აი ჩვენ რა მაგრები ვართ, მაინც ხომ გავიტანეთ ჩვენი. ამას უფრო ჰგავს პროკურატურის მოქმედება გამომდინარე „ქართული ოცნების“ ინტერესებიდან, ვიდრე რაიმე სამართლებრივი მოქმედებას,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უფლებადამცველები საჩივრით ბრალდებულ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

იხილეთ აგრეთვე:

სააპელაციო სასამართლოს განცხადება ნიკა მელიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე