მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამართლებრივი საფუძვლების ძებნა ერთგვარ პლებისციტში შესაძლოა განხილული იქნეს“ - გია ვოლსკი

ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციასთან კონსულტაციები დაიწყო. ალეკო ელისაშვილის პარტიას პარლამენტში შესვლა და პრობლემის საკანონმდებლო ორგანოდან მოგვარება სურს. იაგო ხვიჩიას ინიციატივაა, რომ თვითმართველობის არჩევნები ერთგვარ პლებისციტად გამოცხადდეს.

ამ მოთხოვნებზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ საპასუხო განცხადება გააკეთა.

„განმეორებითი არჩევნები ჩაინიშნება მაშინ, თუკი საპარლამენტო კომისია დაადგენს იმას, რომ გადახრა იყო მნიშვნელოვანი და გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე ეს არის ჩვენი პოზიცია.

რაც შეეხება სამართლებრივი საფუძვლების ძებნას ერთგვარ პლებისციტში, ეს შესაძლოა განხილული იქნეს, მაგრამ ეს თემა საკმაოდ სუსტია" - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი საკანონმდებლო ორგანოში არ შედის.

იხილეთ აგრეთვე:

✒️„გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობენ - ლევან თარხნიშვილი

✒️„იდეაში, ჩვენი წინადადებაა, „მოდით დავლაგდეთ ახლიდან“ - ვახო მეგრელიშვილი