მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სარჯველაძე: მე არ მგონია, რომ ოპოზიციის ქმედებები, ნაბიჯები, გადაწყვეტილებები და რიტორიკა მოლაპარაკებების პროცესში გულწრფელობასთან თავსებადია

პარტია „ქართული ოცნების“ სიის წევრი

უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება ოპოზიციის დიდი ნაწილის მოლაპარაკებებისთვის გულწრფელად მზადყოფნაში.

„მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს, ვინაიდან არსებობს ძალიან ბევრი განსახილველი საკითხი, ზოგადად, დემოკრატიაც ასე მუშაობს, რომ მოლაპარაკება არის მისი მთავარი ინსტრუმენტი ყველა პოლიტიკური აქტორისთვის,“ – აღნიშნა მან.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიციის ქმედებები, ნაბიჯები, გადაწყვეტილებები და რიტორიკა თავსებადი არ არის გულწრფელობასთან მოლაპარაკებების პროცესში.

„რაც შეეხება, ოპოზიციის მხრიდან ნამდვილ განწყობას და გულწრფელობას, ამ მიმართულებით, რომ ისინი მზად არიან, რეალურად მოლაპარაკებაში მიიღონ მონაწილეობა, არამხოლოდ ფასადურად, არამედ რეალურად და ნაბიჯები გადადგან პროცესების ნორმალიზებისთვის, აი ამაში ნამდვილად შემიძლია, რომ ეჭვი შევიტანო და დიდი კითხვის ნიშანი დავსვა. მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის ქმედებები, ნაბიჯები, გადაწყვეტილებები და რიტორიკაც არის თავსებადი გულწრფელობასთან მოლაპარაკებების პროცესში. ვგულისხმობ ოპოზიციის საკმაოდ დიდ ნაწილს, არა ყველას, რასაკვირველია. თუმცა იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება ოპოზიციაში ძალა და არსებობს ოპოზიციაში ძალა, რომელთანაც შეიძლება, მოლაპარაკება იყოს წარმატებისკენ წარმართული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მისცენ ვადა ხელისუფლებას და გადადონ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია.

აგრეთვე იხილეთ:

„მზად ვართ, გადავდოთ დაანონსებული აქცია“ - ხატია დეკანოიძე