მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერგეენკო: მედიკამენტებზე კატასტროფული დანახარჯების შესამცირებლად საჭიროა ხისტი გადაწყვეტილებები

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, 2020 წ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით სერგეენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვის, არაგადამდები დაავადებები პირველ „მკვლელად“ რჩება. 

მისი თქმით, მედიკამენტებზე მოსახლეობის დანახარჯები კატასტროფულ ნიშნულს სცდება. ამის შესამცირებლად კი, ხელისუფლებამ ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

„მოხარული, ვარ რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პრიორიტეტი იქნება, თუმცა საქართველოს მოსახლეობის მილიონზე მეტი ადამიანისთვის იმ მედიკამენტებზე დანახარჯი, რომელიც სწორედ არაგადამდები დაავადებების სამკურნალოდ არის საჭირო, სცდება კატასტროფული დანახარჯების ნიშნულს, ანუ ეს ადამიანები თავისი შემოსავლის 25%-ზე მეტს მედიკამენტებისთვის ხარჯავენ.

ჯანდაცვის სისტემის განვითარება, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის განვითარება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს კატასტროფული დანახარჯები შემცირდეს. პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური ვარდნა, ამ საკითხის მნიშვნელობას ზრდის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ჯანდაცვის რეფორმები არ არის საკმარისი, აუცილებელია ძალიან მტკიცე პოლიტიკური ნება, მიზანმიმართული და ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებები“,- განაცხადა დავით სერგეენკომ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑 დღეს, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს

🛑პრემიერი: მიდგომა - ან ყველაფერი, ან არაფერი, დემოკრატიული არ არის

🛑გახარია: საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს იმისთვის, რომ საგადასახადო სისტემა უფრო ეფექტური გახდეს