მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შამბა: ხანძრის ჩასაქრობად სოხუმს თბილისის დახმარება არ სჭირდება

ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა

„ხანძრის ჩასაქრობად სოხუმს თბილისის დახმარება არ სჭირდება“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. ინფორმაციას კი, sova.news ავრცელებს. 

„ასეთი საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები უმკლავდებიან “, - აღნიშნა შამბამ.

გაგრაში ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან. ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება. დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელოს.

მანამდე ხანძარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გალის რაიონის რამდენიმე სოფელს. დამწვარია მინიმუმ სამი სახლი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢გაგრის რეგიონში გამხმარი ხეები და ტყის ქვედა საფარი დაიწვა

💢გაგრაში გზაზე გავარვარებული ლოდები და ხის ტოტები ეცემა

💢მძიმე ვითარებაა სანატორიუმ „მოსკოვთან“