მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეიძლება დავამთავროთ იმით, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ“ - თამარ ჩუგოშვილი

ოცნების ყოფილი წევრი

„ახლა ხელისუფლებას აქვს ორი გზა. ერთი არის დათმობებზე წასვლა, როგორც წინა ჯერზე. მეორე კი, სამწუხარო და მძიმე იქნება გადაწყვეტილება, რომ არ მოისმინოს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და დავამთავროთ იმით, რომ უბრალოდ ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ. ჩვენ უფრო გვჭირდება ისინი, ვიდრე მათ ვჭირდებით ჩვენ, ამიტომ არ შეიძლება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რამაც ეს ურთიერთობები შეიძლება დააზიანოს“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მსგავსი კრიტიკის უგულვებელყოფა მხოლოდ ცუდ შედეგს მოიტანს.

„კონგრესმენები თუ სხვები, ვინც ჩვენ შესახებ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ თავიანთ ქვეყნებში რა პროცესებში მონაწილეობენ, ეს ჩვენი საქმე არა არის. ჩვენ გვეხება ის, რომ საქართველო არის საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ქარ-ცეცხლში და ეს რისხვა ჩვენ თვითონ გამოვიწვიეთ, რაც არ სრულდება ხოლმე კარგად.

წინაზე, როცა ასეთი ქარ-ცეცხლი დაგვატყდა კრიტიკის ხელისუფლებას მოუწია 8 მარტის შეთანხმებაზე ხელმოწერა და მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ ჩააგდო პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტი, ხელისუფლებას შემდეგ მაინც მოუწია კონსტიტუციისა და საარჩევნო სისტემის შეცვლა“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ადამ კინზინგერი: არ ვფიქრობ რომ ამ წუთში სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს

„მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის მელია და გიორგი რურუა“- რიში, შაჰინი, კინზინგერი და ჯერი კონოლი განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავების გამო