მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის მელია და გიორგი რურუა“- რიში, შაჰინი, კინზინგერი და ჯერი კონოლი განცხადებას ავრცელებენ

განცხადებაზე ხელის მოწერა

საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ ამერიკელი კონგრესმენები ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

როგორც კონგრესმენების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტაზე მოილაპარაკოს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ძალადობრივი დარბევის შესახებ, მისი ლიდერის, ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დასაპატიმრებლად, ღრმად შემაშფოთებელია.

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის კორუფციული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების განხორციელებისთვის საფრთხის წინაშე აყენებს იმას რაც საქართველოს დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური გზისგან რჩება.

ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ბატონი მელია და გიორგი რურუა. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და ამ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოილაპარაკონ“, - აღნიშნულია კონგრესმენების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო, რომელმაც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.

ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მანამდე მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართეს შეხვედრები.

ელჩებმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავების გამო

✔️ მეთიუ ბრაიზა: ჯერჯერობით, ერთადერთი გამარჯვებული არის რუსეთი