მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: 2024 წლისთვის ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის მოვამზადებთ 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე - Pia.ge

„ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა იქნება, რომ 2024 წლისთვის მოვამზადოთ ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა.

„ამისათვის საჭიროა ერთობლივი მუშაობა - მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით, ჩვენს პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით და კოორდინაციით უნდა შევქმნათ ამისთვის პირობები და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების ჩამოყალიბებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს“,-აღნიშნა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს პარლამენტს ძლიერი საგარეო გუნდი ჰყავს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელებაში, საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში და ელჩებთან ერთად იმუშავებს მეტი პროგრესის და წარმატებების მისაღწევად.

ელჩების კონფერენცია 2020, სადაც გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, დისტანციურ ფორმატში გაიმართა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑პრემიერი: საქართველო ევროპასთან ყველა განზომილებაში უნდა დავაახლოვოთ

🛑გახარია: ნატო-ს მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია

🛑გახარია: რა გარემოშიც არ უნდა მოგვიწიოს ცხოვრება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი