მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: თუ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობენ უარს ამის გადამოწმებაზე?

პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი 2019

„თუ ოპოზიცია დარწმუნებული იყო, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობს უარს ამის გადამოწმებაზე?“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ოპოზიციამ თქვა, ცალსახად ამითი დაიწყო ყველაფერი, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშასადამე ჩვენ უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები. მეორე ნაწილმა თქვა, არჩევნები გაყალბდა, მაშასადამე უნდა ვკითხოთ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, სურს თუ არა ახალი არჩევნები. ხომ ეს იყო თავიდან მოცემულობა? ჩვენ ამაზე გვქონდა ძალიან დემოკრატიული პასუხი: ჩვენ ოპოზიციას ვუთხარით, მოდით ერთად გადავამოწმოთ, თუ დადასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ჩვენ მზად ვართ, თქვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოქმებს ხელს აწერს არა მხოლოდ ცესკოს და „ქართული ოცნების“, არამედ ოპოზიციის 11 ათასამდე წარმომადგენელიც.

„თუ თქვენ ახლა იმას მიმტკიცებთ, რომ 11 ათასმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა გადაკეთებულ ოქმებს ჩვენს სასარგებლოდ მოაწერა ხელი, მაშინ გამოგყვებით მაგ დისკუსიაში, მაგრამ ოპოზიცია ამაში არ გამოგვყვა.

თუ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობენ უარს ამის გადამოწმებაზე? მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ უარს ამბობენ, ჩვენ მოვისმინეთ ცინიკური განცხადებები, უფრო მეტიც და ამაზე ბევრად უფრო მძიმეც, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა გაყალბდა თუ არაო, უკვე კრიზისი დგას და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდესო.

თქვენ გინდათ, ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც არჩევნების მერე, თუ რომელიმე პარტიას მისი შედეგები არ მოეწონება, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, თქვენ უნდა წახვიდეთ და ხმა უნდა მისცეთ თავიდან, თავიდან უნდა უყუროთ ყველა ამ პროცესს, თავიდან უნდა დახარჯოთ ფული ამ ყველაფერში - გინდათ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება?“,- განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ „ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები გააცნობიერებენ, რომ დემოკრატიის ბოიკოტირება, შეცდომაა“ - თალაკვაძე

✔️ რამაზ საყვარელიძე: პატარა პარტიებისთვის პარლამენტის გარეთ დარჩენა დამღუპველი იქნება