მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამთა მეგრელიშვილი: კახა კუჭავა მაღალი დონის პროფესიონალია. დარწმუნებულები ვარ, პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე იქნება, რაც პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ ძალებზეც აისახება

იურისტი თამთა მეგრელიშვილი Pia.ge

„არჩილ თალაკვაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც პარლამენტის მუშაობაში, ასევე, პოლიტიკური პროცესების სათანადო მიმართულებით წარმართვაში. ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გამართულ მოლაპარაკებებში ფასილიტაციისა და მოდერაციის პროცესებში ის აქტიურად იყო ჩართული, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და წარმოადგენდა მმართველი ძალის მხარეს“ - ამ სიტყვებით ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი პარლამენტის სპიკერის არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილებას თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ.

მეგრელიშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე იქნება, რაც პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ ძალებზეც აისახება:

„ქვეყნის მშვიდობიანი პოლიტიკური მომავლისთვის სახელისუფლებო გუნდის სახელით მან ფასდაუდებელი სამუშაო გასწია. ამ ფონზე კიდევ უფრო ღირსეულია მისი პოლიტიკური ხედვა, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარედ ნეიტრალური, ყველა პარტიის გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა ჩაენაცვლოს.

მისი და სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილებით პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად სახელისუფლებო გუნდის წევრი, არსებითად ნეიტრალური პირი კახა კუჭავა სახელდება. კახა კუჭავას განათლება ბრიტანეთში აქვს მიღებულო. ის საკუთარი საქმის მაღალი დონის პროფესიონალია. სახელისუფლებო გუნდმა დესტრუქციული, სკამსჩაბღაუჭებული პოლიტყვარყვარეებისთვის უკვე მერამდენე გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო. საკუთარი ნებით, რევოლუციისა და ხალხის მოთხოვნის გარეშე, მიდიოდე ქვეყნისთვის ჯანსაღ პოლიტიკურ დათმობებზე, ეს მათთვის უცხოა. დარწმუნებული ვარ, კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე იქნება, რაც პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ ძალებზეც აისახება,“ - აღნიშნავს მეგრელიშვილი.

ინფორმაციისთვის, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად კახა კუჭავა დასახელდა.