მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა კუჭავა - Pia.ge

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ კახა კუჭავა წარადგინა, მას შემდეგ რაც არჩილ თალაკვაძემ პოსტი დატოვა.

კახა კუჭავამ თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წინაშე მდგარი გამოწვევები შესაძლებლობად უნდა იქნეს გამოყენებული.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს ამ ძალიან დიდი ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიზიარებ და ვთვლი, რომ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას პარლამენტი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა.

ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

იგი პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„თალაკვაძის გადადგომა ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებაში თავს დამარცხებულად თვლის“ - გიორგი ვაშაძე