მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავაწეული შევდივარ პარლამენტში, ხელში დოკუმენტი მიჭირავს“ - ელისაშვილი

პარტია

„ძალიან თავაწეული შევდივარ პარლამენტში და პირნათელი ვარ მთელი ქვეყნის და ხალხის წინაშე“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

ელისაშვილის თქმით, მმართველ გუნდს პროტესტისა და ბოიკოტის გამო მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოუწია.

„არჩევნების გაყალბების, პროტესტის და ბოიკოტის გამო „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკების მაგიდასთან მოუწია დაჯდომა. მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია მივიდა 4 მოთხოვნით, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა საერთოდ გადაწყვიტა, რომ წყალში ჩაეყარა ის მონაპოვარი რაც ამ მოლაპარაკების შედეგად მივიღეთ.

ჩვენ გავუფრთხილდით ამ მონაპოვარს. ეს მემორანდუმია ის პასუხი, რითაც „ქართულმა ოცნებამ“ გაყალბებული არჩევნების გამო პასუხი აგო.

ძალიან თავაწეული შევდივარ პარლამენტში და პირნათელი ვარ მთელი ქვეყნის და ხალხის წინაშე. უბრალოდ კი არ შევდივარ, ხელში მიჭირავს მემორანდუმი და 4 პოლიტპატიმარი არის გამოშვებული იმ ხუთ კაციანი სიიდან, რომელიც წარდგენილი იყო“, - განაცხადა ელისაშვილმა „მთავარის“ ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „გამორიცხულია 2 თებერვლამდე იაგო ხვიჩია პარლამენტში შევიდეს“ - ხვიჩია

✔️ „ვადამდელს უნდა გადაყვეს ამ ქვეყნის პერსპექტივა არჩევნების კარგად ჩატარების თვალსაზრისით“ - იოსელიანი